ახალი ამბები

ანა წითლიძის განცხადებით, კომიტეტების სხდომა ჩაშლილია და ისინი არ მისცემენ მმართველ პარტიას ე.წ. აგენტების შესახებ კანონის განხილვის შესაძლებლობას

დარბაზში, სადაც საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივი სხდომა უნდა დაწყებულიყო, სალომე სამადაშვილმა ის ფურცლები დახია, რომელიც კომიტეტების თავმჯდომარის მაგიდაზე იყო.

დეპუტატები, ანა ნაცვლიშვილი, ხათუნა სამნიძე, ანა წითლიძე და სალომე სამადაშვილი რჩებიან იმ ადგილზე, სადაც კომიტეტების თავმჯდომარეები სხდომის დაწყებისთვის უნდა განთავსებულიყვნენ.

როგორც ანა წითლიძემ განაცხადა, ამ წუთებში სხდომა ჩაშლილია და ისინი არ მისცემენ მმართველ პარტიას ე.წ. აგენტების შესახებ კანონის განხილვის შესაძლებლობას.

სხდომათა დარბაზში ვითარება სტაბილურია. მოცემული მომენტისთვის ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი აღარ აქვს. სხდომათა დარბაზში რჩებიან დეპუტატები, ასევე ის ექსპერტები, რომლებიც ე.წ. აგენტების შესახებ კანონის განსახილველად მმართველმა პარტიამ მიიწვია.

„ამ წუთებში ჩვენ ვდგავართ იმ ტრიბუნასთან, სადაც წესით უნდა ყოფილიყო კომიტეტის თავმჯდომარე ნიკა სამახარაძე და სხდომა გაეხსნა, თუმცა, ამის შესაძლებლობა არ მივეცით. ამ წუთას სხდომა არის ჩაშლილი. ვიდგებით აქ და არ მივცემთ შესაძლებლობას, რომ ეს კანონი დღეს კომიტეტის სხდომაზე განიხილონ“, – განაცხადა ანა წითლიძემ.