საინიციატიოვო ჯგუფი „ერთად ლაგოდეხისთვის“, იდეების აუქციონს ჩაატარებს
საინიციატიოვო ჯგუფი „ერთად ლაგოდეხისთვის“, სახალხო დაფინანსების კონცეფციის პოპულარიზაციის მიზნით, ქალაქ ლაგოდეხში ატარებს პირველ „იდეების აუქციონს“.
„იდეების აუქციონი“ არის ქრაუდფანდინგის ანუ დაფინანსების მოძიების ერთ-ერთი ფორმა. იგი აკავშირებს მათ, ვისაც შეუძლია თანხის გაცემა მათთვის, ვისაც აღნიშნული რესურსი კონკრეტული პროექტის განსახორციელებლად სჭირდება. საინიციატივო ჯგუფის „ერთად ლაგოდეხისთვის“ ამოცანაა, იდეების აუქციონის ღონისძიების გზით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში არსებული სოციალური პროექტების განსახორციელებლად თანხების მობილიზება.
საინიციატივო ჯგუფის ლიდერის, სალომე ღონღაძეს თქმით, იდეების აუქციონისთვის წარსადგენი პროექტები შეირჩა ღია კონკურსის საფუძველზე. ჯამში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტიდან შემოვიდა 13 პროექტი. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლო ნებისმიერ საინიციატივო ჯგუფსა თუ რეგისტრირეგულ სამოქალაქო ორგანიზაციას. დღეს, აუციონზე იხილავთ 13 პროექტიდან, სპეციალური ჟიურის მიერ შერჩეულ 3 იდეას.
,,იდეების აუქციონის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებაზე დასწრებით, ყველას ვთავაზობთ შემოუერთდნენ იდეების აუქციონს, სადაც ექნებათ საშუალება გაიცნონ და დაეხმარონ, ჯგუფებს, რომლებსაც სურთ უკეთესობისკენ შეცვალონ საკუთარი ქალაქი თუ სოფელი. სასურველ პროექტზე მინიმალური შენატანი – 50 ლარი.
ეს იდეებია: სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის N 3 საჯარო სკოლა – „ჩვენი მუსიკალური სივრცე“- მუსიკალური სივრცის მოწყობა მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების გასავითარებლად. ა.(ა).ი.პ. შეზღუდული შესაძლებლობებისა და მზრუნველობა მოკლებული ორგანიზაცია „მადლი“- სენსორული ოთახი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის – შშმ პირთა მხარდაჭერა, მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა სენსორული ინტეგრაციის ოთახის გამოყენებით.
სსიპ მიხეილ გაფრინდაშვილის სახელობის N 1 საჯარო სკოლა – Youngdevelopers.ge -კითხვა პასუხის ვებ გვერდი პროფესიონალი და ენთუზიასტი პროგრამებისათვის – ქართული პლათფორმის სახელწოდებით youngdeveloper.ge-ის შექმნა, რომელიც ინფორმაციული ტექნოლოგიებით დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანისთვის იქნება ხელმისაწვდომი”,– აცხადებს სალომე ღონღაძე.
გადახდის მეთოდი იქნება ნაღდი ანგარიშწორება ან/და საბანკო გადარიცხვა. ასევე შესაძლებელია გადარიცხვაც.
საქართველოს ბანკი
ა/ნ – GE19BG0000000538737013
მიმღები – სალომე ღონღაძე
გადარიცხვის დროს დანიშნულებაში მიუთითეთ თქვენ მიერ შერჩეული პროექტის სახელწოდება.
საკონტაქტო ინფორმაცია
სალომე ღონღაძე
+995 599 17 37 01
Ertadlagodekhistvis@gmail.com