თელაველმა მოჭადრაკემ ბელა ხოტენაშვილმა, ქალთა შორის ჩემპიონის ტიტული მეოთხედ მოიპოვა
თელაველმა მოჭადრაკემ, ბელა ხოტენაშვილმა მეოთხედ მოიპოვა ქალთა შორის საქართველოს ჩემპიონის ტიტული.
ბელა ხოტენაშვილო არაერთი ჯილდოს მფლობელია. მის ანგარიშზეა 16 წლამდე გოგონათა შორის (2004წ), მსოფლიო ჩემპიონის ტიტული, ასევე ევროპის და მსოფლიოს პრიზიორობა სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში. 2009 წლიდან ბელა ხოტენაშვილის საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, ასევე ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორია. კარიერის განმავლობაში მოგებული აქვს არაერთი საერთაშორისო ტურნირი, მინიჭებული აქვს სპორტის რაინდის წოდება.