საქართველოს მოქალაქეებს შესაძლოა, ფინეთსა და კვიპროსში დასაქმების შესაძლებლობაც მიეცეთ
საქართველოს მოქალაქეები შესაძლოა, ფინეთსა და კვიპროსშიც დასაქმდნენ.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაიამ განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხზე ფინეთსა და კვიპროსთან მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს. მისივე განმარტებით, კონკრეტული გადაწყვეტილებები მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც სამუშაო ძალის საჭიროებაზე ხელახალი კვლევის შედეგები დაიდება.