NEET ახალგაზრდების მდგომარეობა საქართველოში
საქართველოში ახალგაზრდობის ასაკი კანონმდებლობის მიხედვით 14-29 წლამდე განისაზღვრება. თავის მხრივ ეს დიდი სოციალური ჯგუფი სხვა ქვე ასაკობრივ და სოციალურ კატეგორიებად იყოფა.
ბოლო წლებში რამდენიმე კვლევა ჩატარდა იმის დასადგენად 14-29 წლამდე ახალგაზრდების რამდენი პროცენტი შეადგენს განათლების, დასაქმების და ტრენინგის მიღმა მყოფ კატეგორიას. ყველა კვლევაში (მცირე სხვაობებით) ნათლად ჩანს, რომ საქართველოში NEET (დასაქმების, განათლების, ტრენინგის მიღმა მყოფი) ახალგაზრდები 20% აღემატებიან.
რა მექანიზმები არსებობს საქართველოსა და საერთაშორისო დონეზე ამ კატეგორიის ახალგაზრდების მდგოამრეობის გამოსასწორებლად, მათთვის განათლების და დასაქმებისთვის საჭირო პირობების შესაქმნელად; ვინ არიან მობილური ახალგაზრდული მუშაკები და როგორ ეხება ახალგაზრდული საქმიანობა მოწყვლადი ახალგაზრდების მხარდაჭერას, ჩვენი პოდკასტიდან მოისმენთ.