ახალი ამბები

საგარეჯოში გზებზე ტექნიკური მარილი იყრება

თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები და ტექნიკური მარილის გაშლა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის – ავთანდილ გულიკაშვილის ინფორმაციით, გზებზე მოძრაობის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, დასუფთავების სამსახურის მობილური – სამუშაო ჯგუფები და შპს “საგარეჯოს” სპეცტექნიკა მობილიზებულია და შესაბამის ლოკაციებზე გაწმენდითი სამუშაოები პერმანენტულად განხორციელდება.