სოფელ ჭიაურის სკოლის მოსწავლეებმა, კრივის ახალგაზრდულ ჩემპიონატში გაიმარჯვეს
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიაურის საჯარო სკოლის, მე-11 კლასის მოსწავლეები, კრივში გამართულ საქართველოს ახალგაზრდულ ჩემპიონატის გამარჯვებულები გახდნენ.
მარიამ ბახტურიძემ პირველი, ხოლო დავით ბაქრაძემ მეორე საპრიზო ადგილი მოიპოვა. შეჯიბრება ქ. ბათუმში გაიმართა და მასში, ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის სპორტსმენები იღებდნენ მონაწილეობას. გამარჯვებულ მოკრივეებს და მათ მწვრთნელს, ალექსანდრე ბირუქაშვილს წარმატებები, მუნიციპალიტეტის მერმა პირადად მიულოცა. გამარჯვებული სპორტსმენები, მერიის წამახალისებელ ჯილდოს მიიღებენ.
„გასული წელი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტისთვის, გამორჩეული და მრავალფეროვანი იყო სპორტული მიღწევებით და ასპარეზობით. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს სპორტსმენებს და მწვრთნელებს, სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და არაერთი ჯილდოს მოპოვებისთვის. გამოვთქვამთ მზაობას, ყველა საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენი, ასევე მისი მწვრთნელი, კვლავ დაჯილდოვდნენ მერიის წამახალისებელი საჩუქრით“-აცხადებს ჯონდო მდივნიშვილი.
2022 წელს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები, 9 წარმატებული სპორტსმენი და მათი მწვრთნელი. მერიის ფულადი ჯილდოთი დასაჩუქრდნენ, ჯამში 12 910 ლარის ოდენობით.