ახალი ამბები

დედოფლისწყაროში გზებზე ტექნიკური მარილი იყრება

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, გზებზე ავტომობილების უსაფრთხო გადაადგილებისთვის დილიდან მობილიზებულია მერიის შესაბამისი სამსახური და იყრება ტექნიკური ქვიშა-მარილი.

მუნიციპალიტეტის მერის, ნიკოლოზ ჯანიაშვილის თქმით, აღნიშნული სამუშაოები მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარეობს.