ახალი ამბები

სასტუმრო ,,ყვარლის ტბის” ტერიტორიაზე მზის პანელები დამონტაჟდა

სასტუმრო ყვარლის ტბის ტერიტორიაზე, Green for Growth Fund-ის (მწვანე ზრდის ფონდი, GGF) მწვანე საკონსულტაციო პროგრამის – ევროკავშირის EU4Energy ინიციატივისა და თიბისის თანამშრომლობის ფარგლებში, მზის პანელები დამონტაჟდა.

შედეგად, სასტუმროს ელექტროენერგიის ხარჯი 80%-ით შემცირდა. GGF-ის მწვანე საკონსულტაციო პროგრამა თიბისის პარტნიორ ბიზნესებს შესაძლებლობას აძლევს მიიღონ საჭიროებებზე მორგებული ექსპერტული კონსულტაცია და მომსახურება, საქმიანობის მწვანე და მდგრადი მიმართულებით განვითარებისთვის. ასევე, გააუმჯობესონ პროდუქტიულობა და დაზოგონ ხარჯები.