ახალი ამბები

გურჯაანის მუნიციპალიტეტში საკალათბურთო აკადემია იქმნება

გურჯაანის მუნიციპალიტეტში საკალათბურთო აკადემია იქმნება.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ა(ა)იპ “საკალათბურთო კლუბი გურჯაანის დელტა” 2023 წელს შეიქმნა, რომლის მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სპორტული მიმართულების წახალისება და პოპულარიზაცია ახალგაზრდებში.

უწყების ინფორმაციით, აკადემიაში 8-12 წლამდე ასაკობრივი გუნდის შესაქმნელად საჯარო სკოლებში მოსწავლეებთან და მშობლებთან შეხვედრები ხვალ, სოფელ გურჯაანიდან დაიწყება. შერჩეული მოსწავლეები საკალათბურთო აკადემიის გუნდში მოხვდებიან.

გუნდის შექმნის შემდეგ, გაიმართება სუპერილიგის თამაშები, რაც უმაღლეს ლიგას გულისხმობს. საკალათბურთო აკადემიის შექმნის იდეა პარლამენტის წევრ დავით სონღულაშვილს ეკუთვნის.