ახალი ამბები

სოფელ რუისპირში მცხოვრებმა ახალგაზრდამ თანატოლებისთვის ინგლისურის უფასო გაკვეთილების ჩატარება დაიწყო

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში მცხოვრებმა ახალგაზრდამ თანამოაზრეებთან ერთად ბევრი რამის შეცვლა შეძლო.

ნაზი ღარიბაშვილმა, რომელიც ინგლისური ენის ფილოლოგია, რუისპირელი ახალგაზრდებისთვის ინგლისურის უფასო გაკვეთილების ჩატარება წამოიწყო. საკუთარ სახლში მოწყობილი „საზაფხულო კითხვის სკოლისა და სადისკუსიო კლუბის“ მონაწილეთაგან 16–მა ამერიკის საელჩოს საზაფხულო კითხვის კონკურსი გაიმარჯვა.
ის „ეს ქვეყანა შენიას“ კონკურსის ერთ–ერთი გამარჯვებულია.

,,ცოდნის გაზიარებიდან მიღებული შედეგებით შთაგონებულმა, კლუბის მუშაობის გაფართოვება გადაწყვიტა. დაუღალავი აქტიურობითა და მოლაპარაკებების შემდგომ, თელავის მუნიციპალიტეტმა, ოთახი გამოუყო, სადაც ინგლისური ენის შემსწავლელი ცენტრი განთავსდა, რამაც სწავლების მსურველთა წრის გაფართოვების შესაძლებლობა მისცა. „ცოდნის კაფეს“ საგრანტო კონკურსში გამარჯვებამაც მოუსწრო და ცენტრის მინიმალურად აღჭურვაც მოხერხდა.

სოფლის ნებისმიერ, 30 წლამდე მაცხოვრებელს, სიმბოლურ ფასად, ინგლისური ენის სწავლების შესაძლებლობა გაუჩნდა. საგაკვეთილო პროცესს ნაზის გარდა, უკვე მოხალისე სტუდენტები და დამამთავრებელი სკოლის მოსწავლეებიც უძღვებიან. სოფლის დამამთავრებელი კლასის ორი წარმატებული მოსწავლისთვის უახლოეს მომავალში სტიპენდიის დანიშვნას გეგმავენ კლუბის წარმომადგენლები.

დამატებითი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის გარდა, ცენტრი ახალგაზრდების თავშეყრის ადგილად იქცა, სოფელში ასეთი ადგილი, საჯარო სკოლის გარდა, აქამდე თითქმის არ არსებობდა. ახალგაზრდები თანამედროვე მეთოდებით სწავლეობენ, ეცნობიან ერთმანეთს, მსჯელობენ სხვადასხვა საკითხებზე. ისინი, ერთობლივ კამპანიებს გეგმავენ და ერთვებიან, რათა გარშემომყოფებს დაეხმარონ, ამით კი აქტიური მოქალაქისთვის საჭირო ცოდნას და უნარებს იძენენ”,– წერია ,,ეს ქვეყანა შენია”-ს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.