რისი შეცვლა შეუძლია მოხალისეობრივ ინიციატივებს
მიუხედავად არასამთავრობო და სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ განხორციელებული პროექტებისა, ახალგაზრდების ჩართულობა თვითმმართველობის საქმიანობაში თუ განხორციელებულ პროექტებში დაბალია.
კახეთის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილი კი ცდილობს მოხალისეობრივად სხვადასხვა აქტივობების და პროექტების განხორციელებას და მასში სხვა ადგილობრივების ჩართვას. ამისი ერთ-ერთი ნათელი მაგალითია, თელავში მცხოვრები სვეტა ნინიკელაშვილი, რომელიც დღემდე მოხალისეობრივ საქმიანობას ეწევა და ცდილობს მოხალისეობის აუცილებლობაზე ახალგაზრდების ინფორმირებას შეუწყოს ხელი. ის ახალგაზრდებს ხშირად ხვდება და აწვდის ინფორმაციას, რა შეიძლება შეცვალონ მათ აქტიურობით და ჩართულობით საკუთარ თემსა და ქალაქში.
ნახეთ ვიდეო და გაიგეტ მეტი, თუ როგორ შეცვალა მოხალისეობით საკუთარი და მეზობლების გარემო სვეტა ნინიკელაშვილმა.