ახალი ამბები

თელავში საახალწლო ღონისძიებისთვის მზადება მიმდინარეობს-ფოტოები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით თელავში დღეს საახალწლო ღონისძიება გაიმართება.

ღონისძიებისთვის სამზადისი დილიდან მიმდინარეობს. ეწყობა საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები, ტერიტორიაზე განთავსებულია ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები.

დღის განმავლობაში ღონისძიების სტუმრებისთვის არაერთი საინტერესო აქტივობაა დაგეგმილი.
თოვლის პაპა პატარებს ტკბილეულით დაასაჩუქრებს, ბავშვები შეხვდებიან ზღაპრის გმირებსაც.

საღამოს კი ანსამბლების ,,სუხიშვილებისა,, და ,,თბილისური კვარტეტის,, ასევე ,,თამადას,, კონცერტი დაასრულებს.