ახალი ამბები

31 დეკემბერს, საახალწლო კონცერტზე დასწრების მსურველებს მუნიციპალური ტრანსპორტი უფასოდ მოემსახურება

31 დეკემბერს, საახალწლო კონცერტზე დასწრების მსურველებს, სოფლებში მუნიციპალური ტრანსპორტი მოემსახურება უფასოდ.

ინფორმაციას და ტრანსპორტის მოძრაობის გრაფიკს, თელავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ტრანსპორტის მოძრაობის გრაფიკი:

#1 ავტობუსი – 21:00 სთ-ზე სოფელ აკურიდან გადაადგილდება შემდეგი მიმართულებით – ვანთა, ბუშეტი, ქვემო ხოდაშენი, წინანდალი, ნასამხრალი, თელავის ცენტრალური მოედანი.

#2 ავტობუსი – 21:00 სთ-ზე სოფელ კონდოლიდან გადაადგილდება შემდეგი მიმართულებით – კისისხევი, შალაური, თელავის ცენტრალური მოედანი.

#3 ავტობუსი – 21:00 სთ-ზე სოფელ იყალთოდან გადაადგილდება შემდეგი მიმართულებით – რუისპირი, ვარდისუბანი, თელავის ცენტრალური მოედანი.

#4 ავტობუსი – 21:30 სთ-ზე სოფელ ყარაჯალიდან გადაადგილდება თელავის ცენტრალური მოედნის მიმართულებით.

#5 ავტობუსი – 21:30 სთ-ზე სოფელ გულგულადან გადაადგილდება თელავის ცენტრალური მოედნის მიმართულებით.

#6 ავტობუსი – 20:30 სთ-ზე სოფელ ლალისყურიდან გადაადგილდება შემდეგი მიმართულებით – ფშაველი, ჯუღაანი, სანიორე, ნაფარეული, თელავის ცენტრალური მოედანი.

ავტობუსები გაჩერდებიან სოფლების ადმინისტრაციულ შენობებთან.

საახალწლო ღონისძიების დასრულების შემდეგ, 01:30 სთ-ზე მუნიციპალური ტრანსპორტი კვლავ უფასოდ უზრუნველყოფს მოსახლეობის გადაადგილებას მაღაზია ,,ბიბლუსის,, მიმდებარე ტერიტორიიდან აღნიშნული სოფლების მიმართულებით.