ახალი ამბები

გურჯაანში საახალწლო განათებების და ნაძვის ხის მონტაჟი მიმდინარეობს- ფოტოები

ქალაქ გურჯაანში, საახალწლო სამზადისი მიმდინარეობს.

ამ დროისთვის თითქმის დასრულებულია ნონეშვილის ქუჩის განათების მონტაჟის სამუშაოები. აღნიშნულ ქუჩასთან ერთად განათდება თავისუფლების, თამარ მეფის და რუსთაველის ქუჩების ნაწილი.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ასევე მიმდინარეობს ნაძვის ხისა და სხვადასხვა ილუმინაციების აწყობა, რაშიც მერიისა და ა(ა)იპების თანამშრომლების უმეტესობა ჩართულია. უწყების ინფორმაციით, ღონისძიებები 26 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლითჩატარდება.

ღონისძიებების განრიგი”

ღონისძიების ადგილი: ნონეშვილის ცენტრალური ქუჩა
საახალწლო პროგრამის დასაწყისი: 14:00

• 14:00-19:00 – საშობაო ბაზრობა: ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, გლინტვეინი, ტკბილეული, დარიჩინის ორცხობილა, ცხელი შოკოლადი

• 14:00 – 19:00 – საბავშვო სივრცე: თამაშები, საბავშვო წარმოდგენები, ზღაპრის გმირები, თოვლის ბაბუა და საჩუქრები

• 15:00 – 17:00 ბავშვების შეხვედრა თოვლის ბაბუასთან

• 14:00-14:30 – თოჯინების თეატრი „ჟოზე“

• 15:00 – 16:00 საბავშვო კონცერტი – „მეკო სტუდია“
• 16:00 – 17:00 ადგილობრივი შემსრულებლების საბავშვო კონცერტი

• 17:00 – 19:30 თიკა ჯამბურია, ნინი ქარსელაძე, ქუჩის ბიჭები

• 19:30 – საზეიმო ფოიერვერკი