ახალი ამბები

კახეთის გუბერნატორი „ლოპოტა ჰესზე“ – ადგილობრივი ხელისუფლება აქტიურად არის ჩართული ორივე მხარესთან მოლაპარაკებების პროცესში

„ლოპოტა ჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებზე კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი აცხადებს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აქტიურად არიან ჩართული მოლაპარაკების პროცესში, როგორც ინვესტორთან, ასევე, ადგილობრივ მოსახლეობასთან.

აღსანიშნავია, რომ სოფელ ლაფანყურში ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით მეშვიდე დღეა ადგილობრივების პროტესტი გრძელდება.

კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ალადაშვილის განცხადებით საბოლოო, ორივე მხარისათვის მისაღები გადაწყვეტილების მიღების მიზნით მოლაპარაკების პროცესი ისევ გრძელდება.

ადგილობრივი ხელისუფლება აქტიურად არის ჩართული ორივე მხარესთან მოლაპარაკების პროცესში. ჩვენთვის ცნობილია, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ასევე, ინვესტორის პოზიცია. ორივე მხარესთან მოლაპარაკების გზით ვცდილობთ, რომ მივიდეთ გონივრულ გადაწყვეტილებამდე”, – აღნიშნა კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა.