ახალი ამბები

კახეთში, ცხოველთა თავშესაფრის ვოლიერებში თბოიზოლაცია მოეწყო

კახეთის მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტომ, ღია ვოლიერებში, თბოიზოლაციის (პენოპლასტის) ფირფიტები მოაწყო.

სააგენტოს ინფორმაციით, ცხოველები ასე თავს უფრო კომფორტულად და თბილად იგრძნობენ ცივ ზამთარში.

,,ასევე გვაქვს იატაკის გათბობა ვოლიერებში და პოსტოპერაციულ სივრცეებში ჩვენი ცუგებისთვის. ამ პროცესში ჩართული იყო მთლიანი გუნდი, მათ შორის სააგენტოს ხელმძღვანელობა”,- აცხადებენ სააგენტოში.