დედოფლისწყაროში მცხოვრები უშუისტი, საბა ბუთხუზი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრები უშუისტი საბა ბუთხუზი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.
ახალგაზრდამ ინდონეზიის ქალაქ ტანგერანგში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატზე პირველი ადგილი მოიპოვა.
ფინალურ შეხვედრაში ახალგაზრდა სპორტსმენმა ჩინეთის წარმომადგენელი მაკაო დაამარცხა.