სოლიდარობა ძალადობის მსხვერპლ ქალებს- თელავში აქცია გაიმართება
სოლიდარობა ძალადობის მსხვერპლ ქალებს- ამ ლოზუნგით თელავის ახალგაზრდული საბჭო აქცია-პერფორმანსს გამართავს.
აქცია თელავის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე 13:00 საათზე დაიწყება. აქციის ორგანიზატორების თქმით, ძალადობას არ აქვს გამართლება და ყველამ უნდა ამოიღოს ხმა და გადაარჩინოს საკუთარი თავი, გადაარჩინოს სხვა ქალებიც.
აქციის მონაწილეები მოსახლეობას მოუწოდებენ აქციას შეუერთდნენ და სიმბოლურად მოიტანონ ფეხსაცმელი, რომელსაც თეატრის წინ დაალაგებენ.
გამოხატეთ სოლიდარობა, მიეცით ძალა, აგრძნობინეთ, რომ მათ გვერდით ხართ.
,,ქალთა უფლებების დარღვევა და ძალადობა აღმოუფხვრელ პრობლემას წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, თელავის ახალგაზრდული საბჭო, სოლიდარობას გამოხატავს ნებისმიერი სახის ძალადობის მსხვერპლის მიმართ. თელავის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილია მდუმარე “ფეხსაცმელების აქცია”. ეს ინსტალაცია გამოხატავს იმ უჩინარი ადამიანების ამბავს, რომლებმაც ხმის ამოღება ვერ შეძლეს, თავი ვერ გადაირჩინეს.”