ახალი ამბები

დედოფლისწყაროში მცხოვრები სპორტსმენი, საბა ბუთხუზი ევროპის ჩემპიონი გახდა

დედოფლისწყაროში მცხოვრები ახალგაზრდა სპორტსმენი, საბა ბუთხუზი ევროპის ჩემპიონი გახდა.

საქართველოს უშუისტთა ნაკრებმა საბერძნეთის ქალაქ ლუთრაკიონში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე სამი ოქროს მედალი მოიპოვა. ჩემპიონთა შორის არის 14 წლის დედოფლისწყაროელი სპორტსმენი საბა ბუთხუზი (მწვრთნელი გიორგი ცისკარაული).

ახალგაზრდა სპორტსმენი 2 დეკემბერს ინდონეზიაში მიემგზავრება, სადაც მსოფლიო ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას. კონტინენტის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებისთვის საბა ბუთხუზი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან საჩუქრად 3 000 ლარს მიიღებს, ხოლო მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვების შემთხვევაში მას 5000 ლარი გადაეცემა.