გრიპის შემთხვევაში ოჯახის ექიმები ბინაზეც ივლიან – თამარ გაბუნია
კოვიდპანდემიის პერიოდისგან განსხვავებით, ოჯახის ექიმები მზად არიან, პაციენტები ბინაზე მართონ.
ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.
„ოჯახის ექიმები მზად არიან, რომ პაციენტები ნახონ და შეაფასონ მათი მდგომარეობა ბინაზეც. განსხვავებით კოვიდისგან, როცა ბინაზე სიარულის შესაძლებლობა მათ შეზღუდული ჰქონდათ, გრიპის შემთხვევაში პაციენტებს ბინაზეც მოინახულებენ. ჰოსპიტალიზაცია იშვიათ შემთხვევაში იქნება საჭირო. საწოლფონდი საკმარისია, რომ პაციენტს, რომელსაც ჰოსპიტალური მკურნალობა სჭირდება, გაეწიოს შესაბამისი მკურნალობა,“ – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.