ახალი ამბები

კაჭრეთში ღვინის ახალი საწარმო ამოქმედდა

„ამბასადორი ჯგუფმა“ წელს სოფლის მეურნეობის მიმართულებით ღვინის ახალი საწარმო აამოქმედა, რომელიც სასტუმრო „ამბასადორი კაჭრეთთან“ ახლოს მდებარეობს.

„მეღვინეობა ქებურია“ ღვინოს რამდენიმე წელია აწარმოებს, თუმცა ახალ ქარხანაში ყურძენი წელს პირველად ჩაიბარეს. კომპანია ამჟამად 10 დასახელების ღვინოს აწარმოებს, რომელთა ნაწილიც კახური ტრადიციული, ნაწილი კი კლასიკური მეთოდით მზადდება. სამომავლოდ წარმოებული ღვინის რეალიზება ადგილობრივი ბაზრის გარდა ექსპორტზე იგეგმება.