ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე თელავის უნივერსიტეტში საჯარო ლექცია გაიმართა
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ორგანიზაციამ „უფლებები საქართველო“, USAID სასამართლოს უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საჯარო ლექცია გამართა.
საჯარო ლექციის ფარგლებში, „უფლებები საქართველოს“ იურისტებმა ისაუბრეს ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით არსებულ გამოწვევებსა და ძალადობასთან ბრძოლის მექანიზმებზე. ასევე, მსხვერპლი ქალების დაცვის სპეციფიკაზე. გარდა ამისა, ყურადღება გამახვილდა ქალთა უფლებრივ მდგომარეობაზე კახეთის რეგიონში. იხილეთ knews.ge-ის მიერ მომზადებული ვიდეორეპორტაჟი და გაიგეთ მეტი შეხვედრის შესახებ.