ახალი ამბები

ძაღლის საბმელის ან ალიკაპის გარეშე სეირნობა 20 ლარით ისჯება

ბოლო კვირების განმავლობაში გახშირდა ძაღლის მიერ მოქალაქეების დაკბენის შემთხვევები. აღსანიშნავია, რომ ასეთი ფაქტები ხდება როგორც ქუჩის ძაღლების, ასევე ე.წ. სახლის ძაღლების მხრიდან. შემთხვევები კი ხდება საკუთარ სახლში, ქუჩაში, სკვერში სეირნობისას და ა.შ.

ფაქტები იმდენად გახშირდა, რომ გასულ თვეში უკვე რეგულაციების გამკაცრებაზეც დაიწყეს საუბარი. მათ შორის, მიმ­დი­ნა­რე­ობს მსჯე­ლო­ბა, რომ კონ­კრე­ტუ­ლი ჯი­შის ძაღ­ლე­ბის გამ­რავ­ლე­ბა ქვე­ყა­ნა­ში აიკ­რძა­ლოს, ამას­თან, აგ­რე­სი­უ­ლი ჯი­შის ძაღ­ლის გა­სე­ირ­ნე­ბის უფ­ლე­ბა შე­ე­ზღუ­დოს 16 წლამ­დე ასა­კის პირს. ამასთან, კანონპროექტის ფარ­გლებ­ში შე­იქ­მნე­ბა აგ­რე­სი­უ­ლი ჯი­შის ძაღ­ლე­ბის ნუს­ხაც, ხოლო იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ პარ­ლა­მენ­ტი მი­ი­ღებს კა­ნონპ­რო­ექტს, ქვე­ყა­ნა­ში აგ­რე­სი­უ­ლი ჯი­შის ძაღ­ლე­ბის შე­მოყ­ვა­ნა აიკ­რძა­ლე­ბა.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად, გათვალისწინებულია სანქცია ძაღლისა და კატის ყოლის წესების დარღვევაზე. ამ შემთხვევაში მოქალაქე დაჯარიმდება შრომის ანაზღაურების მეხუთედ მინიმალურ ოდენობამდე, ხოლო თანამდებობის პირი დაჯარიმდება – შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე.

გარდა ამისა, კოდექსის თანახმად, ძაღლის საბმელის ან ალიკაპის გარეშე ყოლა პარკში ან სკვერში გამოიწვევს მფლობელის გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორებით ქმედებაზე მფლობელი 50 ლარით ჯარიმდება.