3 მცირეწლოვანი ბავშვის დედა დახმარებას ითხოვს
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში მცხოვრებ 3 მცირეწლოვანი ბავშვის დედას, ნატო გოგინაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება.
როგორც ახალგაზრდა ქალის ოჯახის წევრები აცხადებენ, ნატოს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. მას სასწრაფოდ ესაჭიროება სიმსივნის ამოკვეთა, რადგან მეტასტაზები მრავლდება და ყოველი წუთი გადამწყვეტია. მისი მეგობრების თქმით, ამისთვის საჭიროა 13.000 ლარი, რაც ოჯახს არ გააჩნია.
,,ნატო 3 მცირეწლოვან ბავშვს მარტო ზრდის, დროებით თავშესაფარშიც ცხოვრობდა წასასვლელი რომ არსად ქონდა, მერე სტილისტად დაიწყო მუშაობა და ქირით გადავიდა საცხოვრებლად. არც სახლი აქვს და არც არაფერი გააჩნია, რომ გაყიდოს და გადაირჩინოს თავი, მხოლოდ უფლის და კეთილი ადამიანების იმედად არის.
ვთხოვთ ყველას ნატოს დახმარებას”,-განუცხადეს knews.ge-ს ნატოს მეგობრებმა.
ნატოს დასახმარებლად დარეკეთ საქველმოქმედო
ნომერზე 0 901 700 177. ზარის ღირებულება 1 ლარი. ზარის განხორციელება შესაძლებელია საქართველოდან ჯეოსელის, მაგთის და ბილაინის აბონენტებისთვის.
საბანკო რეკვიზიტები:
თიბისი ბანკი : GE34TB7319436080100002
საქართველოს ბანკი: GE10BG0000000667885400
ლიბერთი ბანკი: GE06LB0115110522369000
მიმღები : ფონდი სიკეთის კვალი
დანიშნულებაში მიუთითეთ : ნატოსთვის
თანხის ჩარიცხვა ასევე შეასძლებელია ნებისმიერი ქვეყნიდან ფეიფალის საიტით, https://www.paypal.com. მეილის მეშვეობით teaesitashvili@gmail.com, შეგიძლიათ 5 ან 10 USD /EUR ჩარიცხვაც. დანიშნულებაში დაწერეთ ნატოსთვის.