ახალი ამბები

ყვარელში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ენისელში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს.

წარსულში ნასამართლევმა 37 წლის მამაკაცმა 25 წლამდე ახალგაზრდა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ყელის არეში დანით დაჭრა. დაჭრილი ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა.

მძიმე დაზიანებები აქვს თავად 37 წლის მამაკაცსაც. სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, ის თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ექიმების განმარტებით, პაციენტს ოპერაცია ჩაუტარდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კონფლიქტის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.