მირზაანში ,,ფიროსმანობა” მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნა- ფოტოები
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ნიკო ფიროსმანის დაბადებიდან 160-ე საიუბილეო წლისთავი მხატვრის მშობლიურ სოფელ მირზაანში მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნა.
ღონისძიებას კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ ჯანიაშვილი დაესწრნენ.
ნიკო ფიროსმანის სახლ – მუზეუმის ეზოში წარმოდგენილი იყო მხატვრის მიერ შექმნილი ნამუშევრების (ასლები) გამოფენა, მსახიობებმა გააცოცხლეს ფიროსმანის პერსონაჟები და ადგილზე მისულ დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ კიდევ ერთხელ ემოგზაურათ გენიალური ფიროსმანის მიერ შექმნილ მხატვრულ სამყაროში.
ღონისძიებების ჩატარების ადგილზე ასევე წარმოდგენილი იყო შემოდგომისთვის დამახასიათებელი თემატური კუთხეები, საბავშვო, შემეცნებითი და გასართობი სადგურები, გაიმართა ხატვის მასტერკლასი.
“ნიკალა-160”-ის აღნიშვნაში ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები მონაწილეობდნენ.
ღონისძიებები ანსამბლი “რანინას” და ჯგუფი “ბანის” დასკვნითი კონცერტით დასრულდა.
Pingback: გამჭვირვალე საპირფარეშოები კლინიკაში და კვირის სხვა ამბები საქართველოს რეგიონებიდან. დაიჯეს