ახალი ამბები

რას ფიქრობენ თელავში სპორტული მანქანების გზებზე გადაადგილების აკრძალვაზე

მიმდინარე წლის 15 ნოემბრიდან სპორტული მანქანებით გზებზე მოძრაობა იკრძალება.

ამ საკითხზე knews.ge-მ ჩაატარა გამოკითხვა თელავის მოსახლეობასთან, იხილეთ ვიდეო და გაიგეთ თუ რას ფიქრობენ ამ საკითხზე.

მთავრობის დადგენილების თანახმად, სპორტული დანიშნულების ავტომობილს საგზაო მოძრაობაში ჩაბმის უფლება აქვს მხოლოდ შეჯიბრებაზე მონაწილეობის, ვარჯიშის ან/და პროფილაქტიკური/სახელოსნო სამუშაოების განხორციელების ადგილამდე მისვლის მიზნით.

ამ დადგენილების თანახმად, აკრძალულია სპორტული დანიშნულების ავტომობილით გადაადგილება 23:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე მონაკვეთში. გამონაკლის შემთხვევაში, აღნიშნულ საათებში მოძრაობა დასაშვები იქნება შეჯიბრის ან/და პროფილაქტიკური/სახელოსნო სამუშაოების განხორციელების ადგილამდე მისვლის მიზნით, ფედერაციის ეგიდით დაგეგმილი სპორტული ღონისძიების დაწყებამდე 3 დღით ადრე, აღნიშნული ღონისძიების დასრულებამდე.
ცნობისთვის, სპორტული დანიშნულების ავტომობილი არის მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც გავლილი აქვს ამ წესით დადგენილი პროცედურები, აკმაყოფილებს ამ დადგენილებით დადგენილ კრიტერიუმებს და რომელიც გამოიყენება საავტომობილო სპორტის ფედერაციის მიერ ლიცენზირებულ პროფესიონალურ სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად.

ამასთან, როგორც მთავრობის დადგენილებაშია აღნიშნული, სპორტული დანიშნულების ავტომობილად მიჩნეული ყველა ავტომობილი ექვემდებარება ფედერაციის მხრიდან სავალდებულო ტექნიკურ შემოწმებას, ფედერაციის ეგიდით გამართულ სპორტულ შეჯიბრებაში მონაწილეობისთვის.