სოფლებში კონდოლსა და კურდღელაურში, ახალგაზრდებისთვის სავარჯიშო სივრცე მოეწყო
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტის ყოფილი კულტურის სახლის შენობაში, ასევე სოფლებში კონდოლსა და კურდღელაურში ღია სივრცეში ტრენაჟორები მოეწყო.
აღნიშნულ სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას ტრენაჟორებით სარგებლობა ნებისმიერ დროს შეუძლიათ. პროექტის ბიუჯეტი 120 000 ლარია. სამუშაოები კი კომპანიამ შპს ,,პარამეტრი” განახორციელა.