ახალი ამბები

გურჯაანში არასრულწლოვანს მანქანა დაეჯახა

ქალაქ გურჯაანში არასრულწლოვანს მანქანა დაეჯახა.

პირველადი ინფორმაციით, ბავშვს სხეულის დაზიანებები აღენიშნება. გარდა აღნიშნული შემთხვევისა, გურჯაანში სხვა ავტოსაგზაო შემთხვევაც მოხდა, ერთმანეთს ორი მანქანა დაეჯახა.

,,ქალაქ გურჯაანში ორი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთი შემთხვევა მოხდა ნონეშვილის გამზირზე და თავისუფლების ქუჩაზე. ერთ შემთხვევაში არასრულწლოვანს დაეჯახა მანქანა და ასევე ორი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა. ყველა პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”,- აცხადებენ Knews.ge-სთან თვითმხილველები.

Knews.ge აღნიშნულ საკითხზე დამატებით დეტალებს უახლოეს ხანში მოგაწვდით.