შსს- 9 თვეში შემოსული რუსეთის მოქალაქეებიდან 112 ათასი ისევ საქართველოში რჩება
შინაგან საქმეთა სამინისტროს 3 ოქტომბრის სტატისტიკით, საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის 112 733 მოქალაქე იმყოფება.
ამავე პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება უკრაინის 25 779 და ბელორუსის 13 151 მოქალაქე. შსს-ს თანახმად, სტატისტიკური მონაცემები იანვარ-სექტემბრის პერიოდს ეფუძნება. კერძოდ, ეს ადამიანები 2022 წლის იანვრიდან 30 სექტემბრის პერიოდში შემოვიდნენ ქვეყანაში და 3 ოქტომბრის მდგომარეობით საქართველოში იმყოფებოდნენ.
უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული საომარი მოქმედებების შემდეგ საქართველოში მიგრაციის მაჩვენებელი გაზრდილია, მათ შორის მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა მობილიზაცია გამოაცხადა.