თანამედროვე ცეკვების ჯგუფის “New life” შესახებ, გერმანიაში, გაზეთებში სტატიები დაიბეჭდა
ბიბერახის დელეგაცია თელავის და ბიბერახის 30 წლიან მეგობრობასთან დაკავშირებით, რამდენიმე წელიწადში ერთხელ მართავს ქართულ ტადიციულ კულტურიის დღეებს.
თელავის თანამედროვე ცეკვების ჯგუფი ,,New life” სწორედ ამ კვირეულზე იყო მიწვეული.
„ჩვენი იქ ყოფნის პერიოდი ორ კვირას გაგრძელდა. ყოველი დღე გახლდათ შემოქმედებითი, აქტიური და კულტურული ღონისძიებებით დატვირთული.
ამ კვირეულში იყო ძალიან ბევრი ღონისძიება და მათში ჩვენთან, ერთად თავად გერმანელებიც მონაწილეობდნენ. ეს კი უფრო შთამბეჭდავს ხდიდა ყველა კვირეულს.
როგორც აღვნიშნე, არაერთი გამოსვლა გვქონდა ამ ორი კვირის განმავლობაში. თითოეულ ღონისძიებაში ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები და მედია იყო ჩართული.
სასიხარულოა, რომ მათი ყურადღება მივიპყარით და რამდენიმე გაზეთში იყო ჩვენი ჯგუფის შესახებ დაბეჭდილი სტატია. ერთ-ერთი გახლდათ (Schwäbische Biberach,) რამაც ჩვენს ჯგუფს დიდი სიხარული მოუტანა. აღსანიშნავია, რომ დავმეგობრდით გერმანიის ჰიპ-ჰოპის ჯგუფ “Funky Kidz” -თან რომლის ქორეოგრაფთან Andreas Schroeder-ს თან მოხდა ჩვენი შეთანხმება რომ სამომავლოდ ვითანამშრომლოთ. ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე, რომელიც ამ ეტაპზე მის ჩამოსვლას გულისხმობს. იგი ჩამოვა ჩვენს სტუდიაში და გარკვეული პერიოდის მანძილზე ჩაატარებს მასტერკლასებს. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი სტუდიის წარმატებისთვის, ასევე თელავისთვის, რადგან ჩვენი წარმატება ხომ ჩვენი ქალაქის წარმატებაც არის და ეს ხელს შეუწყობს უფრო მეტად და მჭიდროდ დამეგობრდნენ ჩვენი ქალაქები და გავაგრძელოთ გზა, რომელიც 30 წლის წინ დაიწყო.”,-განაცხადა “New life“ სტუდიის დამფუძნებელმა ლიკა ჩუბინაშვილმა.