ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

თელავში საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის აუცილებლობაზე იმსჯელეს

თელავში პროექტ “ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში” ფარგლებში, „მომავალ ლიდერთა სკოლის“ (ELS) კურსდამთავრებულების ორგანიზებით, საინფორმაციო-სადისკუსიო შეხვედრა „საქართველოს ევროპული გზა“ გაიმართა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნის ევროკავშირთან ინტეგრაციის აუცილებლობას, ამ კუთხით არსებულ გამოწვევებს და შესაძლებლობებს. დისკუსიაზე, რომელსაც ახალგაზრდები, მოქალაქეები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მომხსენებლები იყვნენ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის კახეთის რეგიონული წარმომადგენელი ბექა ექსეულიძე და „მედია ცენტრი კახეთის“ ხელმძღვანელი მაია მამულაშვილი.

პროექტი ხორციელდება საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) მიერ, USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით და მიზნად ისახავს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას საქართველოს სოციოპოლიტიკური პროცესებისა და დემოკრატიზაციის შესახებ. ასევე, მონაწილეების ლიდერული უნარჩვევების განვითარებას და მათი მონაწილეობისა და წარმომადგენლობის გაზრდას საჯარო ცხოვრებაში.