ახალი ამბები

კახეთში ერთ- ერთი საოჯახო ტიპის ბავშვთა თავშესაფრიდან, არასრულწლოვანი დაიკარგა

კახეთის რეგიონში ერთ- ერთი საოჯახო ტიპის ბავშვთა თავშესაფრიდან, არასრულწლოვანი დაიკარგა. ინფორმაციას მოზარდის ოჯახის წევრები ავრცელებენ.

11 წლის ბენეფიციარს უკვე მეორე დღეა, ეძებენ. არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი ბიჭი, კახეთში სხვა რეგიონის ბავშვთა სახლიდან გადმოიყვანეს. მანამდე, ის, კახეთის ერთ- ერთ მუნიციპალიტეტში, მინდობით აღზრდაში იმყოფებოდა, საიდანაც რამდენჯერმე გაიქცა.

არასრულწლოვანის ძებნაში პოლიციაა ჩართული, რომელიც სამძებრო სამუშაოებს 24 საათიან რეჟიმში აწარმოებს.