ნოემბრიდან შესაძლოა ქათმის ხორცის ფასი 10%-ით გაიზარდოს
ნოემბრის ბოლოდან შესაძლოა ქათმის ხორცის ფასი დაახლოებით 10%-ით გაიზარდოს.
„ნოზაძის მეფრინველეობის“ ხელმძღვანელი მამუკა ნოზაძე აცხადებს, რომ მიზეზი სატრანსპორტო გადაზიდვებზე გაზრდილი ტარიფი, გაძვირებული საწვავი და ენერგომატარებლებზე გაზრდილი ხარჯია.
მისივე თქმით, გაზი და დენის ტარიფი არარეალურ ნიშნულამდეა გაზრდილი, შესაბამისად, რაც უფრო აცივდება მით მეტი ხარჯი გვექნება, ამიტომ, ფასების ზრდა გარდაუვალია-აცხადებს ნოზაძე. ამჟამად, 1 კილოგრამი ქათმის ხორცის ფასი საშუალოდ 10 ლარია.
შეგახსენებთ, 2022 წლის 1-ლი ივლისიდან დედაქალაქსა და რეგიონებში გაზის ტარიფი არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის გაიზარდა. რეგიონებში, შპს “თელავგაზის“, “სოკარ ჯორჯია გაზის“, „საქორგგაზის“ და „ინტერ გაზის“ საცალო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის, 1მ3 ბუნებრივი გაზის ფასი 1,38 ლარით ( დღგ-ს ჩათვლით) განისაზღვრა.