ახალი ამბები

ღვინის დღეები სიღნაღში-ფოტორეპორტაჟი

სიღნაღში  ყოველწლიური, ღვინის ფესტივალი „ღვინის დღეები საქართველოში“ გაიმართა.

მთელი დღის განმავლობაში, ადგილზე მოსულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ ღვინის, მწვადის, ყველის, პურის, ჩურჩხელის, ჭაჭის გამოხდასა და მის დეგუსტაციაში. ფესტივალის ჩატარების ადგილზე, მოეწყო შემოდგომისთვის დამახასიათებელი საგამოფენო კუთხეები და კვების სივრცე ტრადიციული კერძებით.
გაიმართა სხვადასხვა შემეცნებითი აქტივობები; კერამიკაზე მოხატვის მასტერკლასები, ექსკურსიები სიღნაღის მარნებში, კოსტიუმირებული მსახიობების მსვლელობა, შემეცნებითი ინტერაქტიული გამოფენა – „8000-წლიანი უწყვეტი ტრადიცია“. დღის ბოლოს დასკვნითი კონცერტი გაიმართა, რომელშიც ნუკრი კაპანაძე, აჩიკო ბერიძე, სოფო ხალვაში, ანი კეკუა, სანდრო კობახიძე, ანუკი ცქვიტინიძე, გელა დონაძე, სოფო პაპუაშვილი და თემურ ყვითელაშვილი მონაწილეობდნენ.

ღვინის ფესტივალი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყოველწლიურად ჩატარდება. ახალი ფესტივალი “ღვინის დღეები” ქართული ღვინის პოპულარიზაციას, ქართველი მეღვინეების სტიმულირებასა და ღვინის სამშობლოს საერთაშორისო ბაზარზე, პოზიციონირებას ისახავს მიზნად. „ღვინის დღეები” ქვეყნის 25 ლოკაციაზე, მათ შორის კახეთის რეგიონის რვავე ქალაქში იმართება.