კომპანია „ბადაგონი“ სოფელ ზემო ხოდაშენში სამონასტრო კომპლექსის მშენებლობას იწყებს
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხოდაშენში კომპანია „ბადაგონი“ სამონასტრო კომპლექსის მშენებლობას იწყებს.
კომპლექსი კომპანია ბადაგონის მეღვინეობის მიმდებარედ აშენდება. კომპანიაში აცხადებენ, რომ 2006 წელს, როდესაც კომპანია ,,ბადაგონი” დაარსდა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ალავერდის ეპარქია მოილოცა, მოინახულა ბადაგონის მეღვინეობაც და ტაძრის აგება სწორედ მაშინ, უწმინდესის ლოცვა-კურთხევით გადაწყდა.
სამონასტრო კომპლექსის მშენებლობის დაფინანსება, საკუთარ თავზე, „ბადაგონის მეღვინეობამ“ აიღო და შეიქმნა ტაძრის პროექტი. ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელისა და დიდმოწამე ევსტათი პლაკიდას სახელობის ტაძარი სამ-ნავიანი იქნება. ტაძრის მშენებელობას საფუძველი უკვე ჩაეყარა და მეუფე დავით, აბბა ალავერდელი მიტროპოლიტის მიერ იკურთხა.