ალავერდში ყველის ზეიმი გაიმართება
კახეთის საშემოდგომო-საფესტივალო დღესასწაულებს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება, ყველის ზეიმის დღე შეემატა, რომელიც 2022 წლის 15 ოქტომბერს, სოფელ ალავერდში, 12 საათიდან 16 საათამდე, „ლურჯი ალავერდის“ ტერიტორიაზე გაიმართება. (გუგლის რუკაზე იძებნება როგორც Alaverdi Blue. ახმეტის მუნიციპალიტეტი)
ღონისძიების დევიზია “ახალი, უვნებელი, ნატურალური” – ყველის ზეიმი მიზნად ისახავს, ეკოლოგიურად სუფთა და უვნებელი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის პოპულარიზაციას, ასევე ყველის მწარმოებლების ერთმანეთთან დაკავშირებას და მათ შორის თანამშრომლობის გაძლიერებას.
ღონისძიება გასულ წელს პირველად გაიმართა. ამჯერად კი უკვე მეორედ ჩატარდება, რომლის ორგანიზატორია „ბრიჯ–ინოვაცია განვითარებისთვის“ და წარმოადგენს პროექტის: „ხარისხიანი ყველის ღირებულების ჯაჭვისა და ადგილობრივი მეწარმეობის განვითარებისა და ხელშეწყობის მხარდაჭერა“ ნაწილს და თანადაფინანსებულია პოლონეთს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლონეთის განვითარების თანამშრომლობის ფარგლებში.
ღონისძიებაზე მოწვეული ფერმერები სიამოვნებით აჩვენებენ ყველის მოსამზადებლად გამოყენებულ უძველეს მეთოდებს და სტუმრებს მოუყვებიან სხვადასხვა სახის ყველის მომზადების სპეციფიკურ დეტალებზე.
გთხოვთ შემოგვიერთდეთ, დააგემოვნოთ და შეიძინოთ ქართველი ფერმერების პროდუქცია პირველი ხელიდან!