კახეთის სამედიცინო დაწესებულებებში 911 ექიმი, 952 ექთანი და 236 სანიტარი მუშაობს
2022 წლის 19 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში, ჯამში, 23 111 ექიმი, 22 569 ექთანი და 6 157 სანიტარია.
ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის საპასუხოდ აცნობეს. როგორც სააგენტოსთვის მოწოდებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ყველაზე მეტი ექიმი, ექთანი და სანიტარი დედაქალაქშია.
უფრო კონკრეტულად, სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში 13 953 ექიმი, 11 210 ექთანი და 3 058 სანიტარია.
„რაც შეეხება რეგიონებს, აჭარის რეგიონში 1796 ექიმი, 2272 ექთანი და 619 სანიტარი მუშაობს. გურიაში 235 ექიმი, 305 ექთანი და 94 სანიტარია; იმერეთში – 2458 ექიმი, 3136 ექთანი და 966 სანიტარი; კახეთში – 911 ექიმი, 952 ექთანი და 236 სანიტარი; მცხეთა-მთიანეთში – 233 ექიმი, 383 ექთანი და 80 სანიტარი; რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 56 ექიმი, 150 ექთანი და38 სანიტარია; სამეგრელო-ზემო სვანეთში – 1087 ექიმი, 1165 ექთანი და 262 სანიტარი; სამცხე-ჯავახეთში – 266 ექიმი, 601 ექთანი, 164 სანიტარი; ქვემო ქართლში – 1405 ექიმი, 1485 ექთანი და 398 სანიტარია; შიდა ქართლში – 711 ექიმი, 910 ექთანი და 242 სანიტარი ირიცხება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.