ამანათები და საკურიერო მომსახურება კვლავ ძვირდება
გადამზიდავ კომპანია Inex Group-ში აცხადებენ, რომ ამერიკიდან ჩამოსული ამანათებზე ფასი გაიზრდება. ტარიფების ზრდაზე მთავარი გავლენა საწვავის ფასს და შეფერხებულ ლოგისტიკას აქვს.
კომპანიის დირექტორი, გიორგი კაპანაძე “ბიზნეს ფორმულასთან” აღნიშნავს, რომ ამერიკის მიმართულებაზე ამანათების ტრანსპორტირების საფასური რამდენიმე თვის წინ $8-მდე უკვე გაიზარდა.
„სხვადასხვა მიმართულებების მიხედვით რამდენჯერმე მოგვიწია ტარიფის დაკორექტირება. ძირითადი მიზეზი იყოს ის, რომ ხარჯები გაიზარდა ავია მიმართულებებზე. ამასთან, გაზრდილია დასაქმებულების ანაზღაურებაც. ტარიფების კლებას დღევანდელ რეალობაში ნამდვილად არ ველით, რადგან ხარჯები, რაც არის ძნელად წარმოსადგენია, რომ შემცირდეს“,-აცხადებს Inex Group-ის დირექტორი, გიორგი კაპანაძე.
ფასების ზრდას განაგრძობს ადგილობრივ საკურიერო მომსახურებაზეც. გასულ თვეში თბილისის მასშტაბით ამანათების მიწოდებაზე ფასი დამატებით 1 ლარით გაიზარდა. ელექტრონული კომერციის ასოციაციაში აცხადებენ, რომ საკურიერო კომპანიები დეკემბრამდე მომსახურების საფასურს კიდევ 1 ლარით გაზრდიან.
„ყველაფერი აისახა საკურიერო კომპანიების ფასზე. მოლოდინი არის, რომ ეს ფასები არ წამოვა ქვემოთ და რაღაც დროის განმავლობაში შესაძლოა, საკურიერო მომსახურება კიდევ უფრო გაძვირდეს“,- აცხადებს ასოციაციის პრეზიდენტი, თამარ გოგოლაშვილი.
ელექტრონული კომერციის ასოციაციაში კადრების დეფიციტზეც საუბრობენ. ხელფასების ზრდის მიუხედავად, დამსაქმებლები კურიერებს ვერ პოულობენ.