ახალი ამბები

ვის დაუფინანსებს სახელმწიფო კომუნალურ გადასახადებს

კომუნალური გადასახადების თემა ზამთრის მოახლოებასთან ერთად მოსახლეობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საყურადღებოა.

„იმ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომელთა ქულაც 150 ათასზე დაბალია და მოიხმარენ 200 კილოვატამდე ელექტროენერგიას, კილოვატის ღირებულება 3,5 თეთრით ნაკლები იქნება.

200 კილოვატზე მეტის მოხმარების შემთხვევაში, სუბსიდირება გათვალისწინებული აღარ არის. ხოლო, წყალზე წლიურად მათთვის 100-ლარიანი ვაუჩერია გათვალისწინებული. ბუნებრივი აირის გადასახადს სუბსიდირება არ ეხება“,- განაცხადეს ჯანდაცვის სამინისტროში.

primetimes- ს ინფორმაციით, სიები ავტომატურადაა გადაცემული კომპანიებთან და სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს დამატებით განცხადების დაწერა აღარ სჭირდებათ.