ახალი ამბები

ლაშა ხუციშვილი: საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით დრამატული სიტუაცია არ არის

ქვეყანაში გაზრდილია როგორც სატვირთო ავტომობილების, ისე ფიზიკური პირების შემოსვლა.

ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საბაჟო დეპარტამენტი განსაკუთრებული დატვირთვის პირობებში მუშაობს.

თუმცა, მინისტრი აქვე აღნიშნავს, რომ საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით დრამატული სიტუაცია არ არის, რადგან გაზრდილია როგორც ქვეყანაში შემომსვლელების, ისე ქვეყნიდან გამსვლელების რიცხვი.

“სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით არანაირი დრამატული სიტუაცია არ არის. გაზრდილია, როგორც შემომსვლელების, ისე ქვეყნიდან გამსვლელების რაოდენობა. მკაცრად ხდება აღნიშნული საკითხების მონიტორინგი”,- აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა