კახეთში სრულად 62 913 ადამიანია აცრილი
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის უკანასკნელი მონაცემებით, საქართველოში 2 921 949 აცრაა ჩატარებული. სრულად აცრილია 1 276 173 ადამიანი.
რეგიონების მიხედვით სრული დოზით ვაქცინირებულების რაოდენობა ასეთია: თბილისი – 607 777 ადამიანი, კახეთი – 62 913 ადამიანი, მცხეთა-მთიანეთი – 22 729, ქვემო ქართლი – 64 681, შიდა ქართლი – 64 441, იმერეთი – 138 969, სამცხე -ჯავახეთი – 25 804, რაჭა- ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 10 053, სამეგრელო -ზემო სვანეთი – 88 951, გურია – 37 239, აჭარა – 155 191.
ამასთან, მინიმუმ ერთი დოზით ყველაზე მეტი ადამიანი – 53,19% 18-49 ასაკობრივ კატეგორიაშია აცრილი, 10%-მდეა ვაქცინირებული 60-64 ასაკობრივ კატეგორიაში.
ამასთან, რაც შეეხება სამედიცინო პერსონალში ვაქცინირების სტატისტიკას – 2 დოზით აცრილია ექიმების 81%, სამი დოზით კი ექიმების მხოლოდ 33%.
ექთნების 64% ორი დოზით არის აცრილი, 3 დოზით კი მხოლოდ – 13%, რაც შეეხება უმცროს სამედიცინო პერსონალს 53% ორი დოზით არის აცრილი, 10% კი – სამი დოზით არის აცრილი. ადმინისტრაციული პერსონალის 67% ორჯერ არის აცრილი 19% – კი სამჯერ.