ახალი ამბები

ქალაქ წნორში ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს.

მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის საძირკველის მოწყობა დასრულდა და საყრდენი კედლების მშენებლობა მიმდინარეობს.

,,სპორტული კომპლექსის ტერიტორიაზე განთავსდება კალათბურთის და ფრენბურთის სათამაშო დახურული დარბაზი და 150 ადამიანზე გათვლილი საგულშემატკივრო ტრიბუნა. შენობის დასრულების შემდეგ, მსურველები სპორტის სხვადასხვა სახეობას დაეუფლებიან და ვარჯიშს მულტიფუნქციურ დარბაზში შეძლებენ. ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობა მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება”,– აცხადებენ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში.