საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 15.8%-ით გაიზარდა – pmcg
საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი3 2022 წლის აგვისტოში, 2022 წლის ივლისთან შედარებით, 1.4%- ით გაიზარდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 0.9%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 1.5%-ით გაიზარდა.
ამის შესახებ pmcg-ს მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, 2022 წლის აგვისტოში, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სასტუმროების ფასების ინდექსი 15.8%-ით გაიზარდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 11.4%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 36.3%-ით გაიზარდა.
„2022 წლის აგვისტოში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 182 ლარი შეადგინა, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა – 284 ლარი. საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასმა აგვისტოში 122 ლარი შეადგინა. 5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა აგვისტოში 510 ლარი შეადგინა. გურიაში ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 727 ლარი შეადგინა, კახეთში – 569, აჭარაში – 547, ხოლო თბილისში – 538 ლარი,“- ნათქვამია კვლევაში.