თელავში დაბახნების წყაროს სარეაბილიტაციო სამუშოები მიმდინარეობს
თელავში, დაბახნების წყაროს, როგორც ისტორიული ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
სამუშაოების ფარგლებში, მოეწყობა წყარომდე მისასვლელი ბილიკი და მოსასვენებელი სივრცე. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან 108 350 ლარით ფინანსდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წელს დასრულდება.