კახეთში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა ციფრულ დემოკრატიაზე სწავლება გაიარეს
კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში, გურჯაანში საგარეჯოსა და ახმეტაში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა, ევროპის საბჭოს ევროპული ახალგაზრდული ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, ახალგაზრდული ორგანიზაცია ამბრელას პროექტის: ,,დიჯი-მოქრასი“”-ს ფრაგლებში, ციფრულ დემოკრატიაზე რამდენიმე დღიანი სწავლება გაიარეს.
ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, პროექტის მიზანია საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდების ჩართვა დემოკრატიულ პროცესებში, არსებული ციფრული ხელსაწყოების მეშვეობით.
,,ექვსი დღის განმავლობაში ახალგაზრდებმა ისწავლეს რა ონლაინ ხელსაწყოები არსებობს მონაწილეებისთვის, რა უპირატესობა აქვს ციფრულ დემოკრატიას და ასევე, რა საფრთხეები არსებობს ამ კუთხით. გაეცნენ მონაწილეობის სხვადასხვა ფორმას, დაგეგმვას, ლოკალური პრობლემების გადასაჭრელად ონლაინ კამპანიების მომზადებას და ონლაინ კამპანიის ჩატარების მიზნით შექმნეს შემდეგი ციფრული რესურსები: პოსტერი, ვიდეო, პოდკასტი და ონლაინ პეტიცია.
პროექტის ფარგლებში გადამზადდა 24 ახალგაზრდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის და ქალაქის ახალგაზრდული ორგანიზაციებიდან. (საჩხერე, მარტყოფი, გორი, გურჯაანი, საგარეჯო, ახმეტა და ქობულეთი). დაიგეგმა 4 ონლაინ კამპანია ადგილობრივი და ეროვნული პრობლემების გადასაჭრელად. მალე გამოიცემა გზამკვლევი, ტრენინგის თითოეული მონაწილის თანაავტორობით.
პროექტი გრძელდება ნოემბრამდე, რაც იმას ნიშნავს, რომ მონაწილეები ამ პერიოდში განახორციელებენ ადვოკატირების კამპანიებს ციფრული მეთოდებით.
ამბრელას მიზანი გახლავთ – ახალგაზრდული სივრცეების შექმნით მოხდეს, მათი ჩართვა საზოგადოებრივ ცხორებაში, არაფორმალური განათლების მეთოდოლოგიის გზით. ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს როგორც ადგილობრივ, ასევე ევროპულ დონეზე”,- აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.