საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მამაკაცი მოკლეს
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, იორმუღანლოს თემის სოფელ ქეშალოში მამაკაცი მოკლეს.
შემთხვევა წუხელ მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, დაუდგენელმა პირმა, გამზაევი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით, საკუთარ სახლში ჩაცხრილა. იორმუღანლოში ვარაუდობენ, რომ მკვლელობა წარსულში მომხდარ ფულის გამოძალვის ფაქტს უკავშირდება, რაზეც გარდაცვლილმა პოლიციას მიმართა.
აიდინ გამზაევი, მცირე ბიზნესით იყო დაკავებული, მისდევდა სოფლის მეურნეობას, სოფელ იორმუღანლოში ამუშავებდა კაფეს და ახალგაზრდებს ამეცადინებდა მართვის მოწმობის მისაღე თეორიულ საკითხებშიც.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით სისხლის სამართლის კოდექსის 108- მუხლით მიმდინარეობს, მიმდინარეობს.