მშენებლობა გაძვირდა – საქსტატი
საქსტატმა დღეს მშენებლობის ღირებულების ინდექსი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც წინა წელთან შედარებით ქვეყანაში უძრავი ქონების მშენებლობა 11.7%-ით არის გაზრდილი.
საქსტატის თანახმად, სამშენებლო მასალების საფასური წინა წელთან მიმართებით 11.8%-ით არის გაზრდილი, მშენებლობის სფეროში ხელფასები 8.5%-ით არის გაზრდილი, მანქანა დანადგარების ფასი 31.6%-ით, სხვა ხარჯები კი 13%-ით. მთლიანობაში ინდექსზე ყველაზე დიდი გავლენა სწორედ სამშენებლო მასალების ფასის მატებამ მოახდინა.
საქსტატი მშენებლობის ღირებულების ინდექსს 2020 წლის პირველი კვარტლიდან ითვლის. ინდექსი უძრავი ქონების ფასების პროგნოზირების ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს.

