ახალი ამბები

რუსეთის მოქალაქეთა მონაწილეობით წელს საქართველოში 600-ზე მეტი კომპანია დაფუძნდა

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ პარლამენტარ დავით უსუფაშვილის სადეპუტატო კითხვაზე გაცემული პასუხიდან ირკვევა, რომ 2022 წლის პირველი იანვრიდან 4 აგვისტომდე პერიოდში რუსეთის მოქალაქეთა მონაწილეობით საქართველოში 601 კომპანია დაფუძნდა.

ამავე სადეპუტატო კითხვაში მოთხოვნილი იყო ინფორმაცია რუსეთის მოქალაქეებზე გაცემული ბინადრობის ნებართვების შესახებაც. დოკუმენტის მიხედვით, წელს საქართველოში დროებითი და მუდმივი ბინადრობის უფლება რუსეთის ფედერაციის 1,988 მოქალაქეს მიენიჭა.

მათგან დროებითი ბინადრობის უფლება 1,288 ადამიანს, მუდმივი ბინადრობის უფლება კი 690 ადამიანს მიენიჭა.

სტატისტიკის თანახმად, იუსტიციის სამინისტროს ბინადრობის უფლების მისაღებად რუსეთის 2,824-მა მოქალაქემ მიმართა, საიდანაც აღნიშნული პერიოდისთვის 475 განაცხადზე უარი იყო გაცემული, 1,988-ზე დადებითი პასუხი, დანარჩენი განცხადებები კი განხილვის რეჟიმში იმყოფებოდა.

უშუალოდ ბინადრობის უფლების გარდა, რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ ერთი წლის განმავლობაში შეუძლიათ დარჩნენ.